18 ნოემბერი 2024,   05:30
ვრცლად
2014 წელს ლიეტუვას ერთ-ერთმა დეპუტატმა, რომელიც ღიად იყო სააკაშვილის მხარდამჭერი, ანგარიშში ჩაწერა ტყუილი - ირაკლი სესიაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, 8 მარტის შეთანხმებაში გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლების შეთანხმება არ დადებულა.

"ოპოზიციას აქვს სხვა მიზნები, არა არჩევნებთან მიმართებით, არამედ არჩევნების შემდგომ პერიოდთან დაკავშირებით აქვს მიზნები. გუშინ შალვა ნათელაშვილმა ღიად განაცხადა, რომ ხალხმა ხმა რომ მისცეს "ქართულ ოცნებას", მაინც არალეგიტიმურად უნდა გამოვაცხადოთო. ეს არის მათი ამოცანა. ჩვენი, "ქართული ოცნების" ამოცანაა, რომ რაც შეიძლება დაბალი პოლარიზაციით, მშვიდ ვითარებაში მივიდეთ არჩევნებამდე და ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ უნდა იყოს უმრავლესობაში," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა "დღის კურიერში" სტუმრობისას.

მისივე თქმით, ზოგიერთი საერთაშორისო პარტნიორის მხრიდან პოლიტიკური მიკერძოებულობა სახეზეა.

"2014 წელს ლიეტუვას ერთ-ერთმა დეპუტატმა, რომელიც ღიად იყო სააკაშვილის მხარდამჭერი, თავის ანგარიშში ჩაწერა სრულიად ტყუილი. ეს ტყუილი მდგომარეობდა იმაში, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ. მე მას ვუთხარი, რომ ასეთი მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში საერთოდ არ არსებობს. მან ღიად განმიცხადა, რომ ნაკლებად აინტერესებს სისხლის სამართლის კოდექსში რა წერია, ის სააკაშვილის მხარდამჭერია და ანგარიშში ამ ნაწილს დატოვებდა. თქვენ თუ დააკვირდებით, ის პოლიტიკოსები საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ვინც კრიტიკას გამოთქვამს და აქტიურობს, ისინი არ მალავენ, რომ არიან ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები," - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

გარდა ამისა, სესიაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საქმემ  აჩვენა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება მიკერძოებული არ არის. მმართველი გუნდის წევრმა კომპანია "ფრონტერას" მაგალითიც მოიყვანა.

"საქართველოს ყველაზე დიდი საერთაშორისო ზეწოლა ჰქონდა სწორედ "რუსთავი 2-ის" საქმესთან მიმართებით. როგორ დასრულდა ეს საქმე ძალიან კარგად იცით სტრასბურგის სასამართლოში, რომელმაც აღიარა, რომ საქართველოში სასამართლო სამართლიანია.

კომპანია "ფრონტერასთან" მიმართებით საქართველომ დავა მოიგო საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში. არა ჩვენს სასამართლოში, არამედ საარბიტრაჟო საერთაშორისოში. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვესმის გარკვეული კონგრესმენების მხრიდან წუხილი და იცით, რომ წერილობით მიმართეს პომპეოს. მთავარია, ამ საქმეში საქართველო არის მართალი," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დღის ამბები