ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს მანამ, სანამ გიორგი რურუას არ გაათავისუფლებენ. "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში დღეს ოპოზიციონერები მორიგ შეხვედრას მართავენ. შეხვედრაზე იმყოფებიან გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილიც.
ოპოზიციის წარმომადგენლები დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და ფიქრობენ, რომ ხელისუფლება დათმობებზე უკვე წავიდა და მათი მოთხოვნები ბოლომდე უნდა დაკმაყოფილდეს.
"გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე, 8 მარტის შესრულება არ არის სრულად შესრულებული. ჩვენ ამ პატარა დეტალს თუ დავთმობთ, არჩევნებზე სრულ უბედურებას მივიღებთ, რადგან ამ ადამიანს ასეთი ენა ესმის. გამივიდა?! გავალ თავს! ამიტომ მშვიდობისთვის და უკეთესი მომავლისთვის ეს ყველაფერი უნდა გამოვიდეს,"- განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიის ლიდერები ხელისუფლებისგან 8 მარტს დადებული პირობის შესრულებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. რამდენიმე დღის წინ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა, თუმცა ახლა ოპოზიციონერები გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ.