პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი ოქუაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მხოლოდ კარგი სურვილები აქვს და მისთვის საუკეთესო ვარიანტი ხელისუფლების ცვლილება და მისი ოპოზიციაში გადასვლაა.
"ხელისუფლებასაც გავუგოთ ამ შემთხვევაში, მათ წისქვილზე დავასხამ წყალს და ვიტყვი, რომ პირველ პროცესამდე გიორგი რურუას გათავისუფლება გარდაუვალია და ყველას გაცნობიერებული აქვს ეს. ბიძინა ივანიშვილისთვის მინდა მხოლოდ კარგი. მას აქვს სამი არჩევანი - კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი. კარგი არის ხელისუფლების ცვლილების შედეგად ოპოზიციაში გადასვლა. ცუდი არის პოლიტიკის და ქვეყნის დატოვება, ხოლო ძალიან ცუდი არის იქ მოხვედრა, სადაც მე და გიგი ვიყავით. ასე რომ მე ვუსურვებ კარგს," - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიის ლიდერები ხელისუფლებისგან 8 მარტს დადებული პირობის შესრულებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. რამოდენიმე დღის წინ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა, თუმცა დღეს ოპოზიციონერები გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ.