ოპოზიციის წარმომადგენლები დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და შეთანხმების სრულად შესასრულებლად ამჯერად გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლებამ დაპირება აუცილებლად უნდა შეასრულოს.
"მე იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებას ეყოფა კეთილგონიერება და შეასრულებს დაპირებას. რადგან შეთანხმდნენ და იყო ეს შეთანხმება, ის ყველა ვარიანტში უნდა შესრულდეს,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერები ხელისუფლებისგან 8 მარტს დადებული პირობის შესრულებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. რამოდენიმე დღის წინ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა,თუმცა დღეს ოპოზიციონერები გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ.