18 ნოემბერი 2024,   05:30
ვრცლად
ვერ წარმომიდგენია "გირჩი" ვერავისთან ერთად კოალიციაში - ზურაბ ჯაფარიძე

"ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზურაბ ჯაფარიძე რომელიმე ოპოზიციურ ძალასთან კოალიციაში შესვლას გამორიცხავს. ზურაბ ჯაფარიძის მოსაზრებითვე, პარტიები მომავალ არჩევნებზე დამოუკიდებლად უნდა გავიდნენ. 

ამის შესახებ მან დღეს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა.  

"არარეალური მგონია, რომ რაღაც კოალიცია გაკეთდეს, ვფიქრობ, პარტიები დამოუკიდებლად უნდა გავიდნენ არჩევნებზე. მაჟორიტარები არ უნდა დავუყენოთ, ჩემი აზრით, ერთმანეთს. შეთანხმება უნდა იყოს პრინციპულ საკითხებზე, რის მერე რას ვაკეთებ კოალიციურ მთავრობაში. ანუ არა იმაზე, რომ ერთიანი კოალიციით გავიდნენ ეს პარტიები არჩევნებზე, ამ პარტიებს სხვადასხვა ტიპის ამომრჩეველი ჰყავს, ამიტომ ეს ერთად შეყრა არ მოხდება. ვერ წარმომიდგენია გირჩი ვერავისთან ერთად კოალიციაში და ამიტომ ამაზე საუბარი არ ყოფილა და მგონი ეს არ განიხილებოდა. ვინმე თუ ამ საკითხს დააყენებს, ჩემი პოზიცია იქნება, რომ შეთანხმება უნდა მოხდეს მაჟორიტარებზე და აუცილებლად რეფორმებზე, რომელიც არის ქვეყანაში გასატარებელი,"- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერები ხელისუფლებისგან 8 მარტს დადებული პირობის შესრულებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. რამდენიმე დღის წინ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა,თუმცა დღეს ოპოზიციონერები გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ.

დღის ამბები