18 ნოემბერი 2024,   05:49
ვრცლად
საქართველო ტურისტების მისაღებად ემზადება

საქართველო ტურისტების მისაღებად ემზადება. დაწყებულია მუშაობა საკითხზე, რომ ქვეყანამ 1-ლი ივლისიდან საერთაშორისო მოგზაურები მიიღოს. ამ საკითხებზე კონსულტაციები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

დღეს ეკონომიკის მინისტრმა ლიეტუვას ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრთან გამართა ონლაინშეხვედრა, რა დროსაც ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხიც განიხილეს.

"შედგა ჩემი საუბარი ლიეტუვას ტრანსპორტის მინისტრთან. ვისაუბრეთ იმ პერსპექტივებზე, თუ რამდენად სწრაფად შეგვიძლია აღვადგინოთ მიმოსვლა მოქალაქეებს, ჩვენს ქვეყნებს, შორის.

მნიშვნელოვანია, რომ "ვიზეარმა" უკვე გამოხატა სურვილი, აღდგეს რეგულარული მიმოსვლა. ვიცით, რომ ბალტიისპირეთის სამ სახელმწიფოს შორის უკვე პრაქტიკულად აღდგენილია მოქალაქეების მიმოსვლა თავისუფალ რეჟიმში და ჩვენ ვმუშაობთ სამივე სახელმწიფოსთან ასევე პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე. ასევე ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 1 ივლისიდან შევძლოთ ამ ქვეყნებიდანაც ვუმასპინძლოთ ტურისტებს," - აცხადებს ნათია თურნავა.

დღის ამბები