18 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა ლევან მამალაძემ შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართა

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი შეწყალებას ითხოვს. ლევან მამალაძემ საქართველოს პრეზიდენტს განცხადებით უკვე მიმართა. შეწყალების მოთხოვნით ასევე შექმნილია პეტიცია. ამის შესახებ თავად ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში წერს.

"17 წელია, რაც სამშობლოდან უსამართლოდ მოწყვეტილი ვარ მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილის პოლიტიკური მოწინააღმდეგე ვიყავი და შავი პიარისა და ჭორების მეშვეობით ჩემი განადგურება დაგეგმა. როგორც კი ხელისუფლება ხელში ჩაიგდო, ჩემს მიმართ უკანონო სისხლის სამართლებრივ დევნას შეუდგა. სააკაშვილის სისხლიან რეპრესიებს შეეწირა ჩემი ოჯახის ბედი და ჩემი ახლობლების სიცოცხლე.

გავრცელებული ჭორები, "ზოდები და ნიანგები" ჩემს საქმეში არ არსებობს, ეს მხოლოდ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად იყო მოგონილი. 2012 წლიდან ყველა ინსტანციას მივმართეთ, მაგრამ, ჩემი საკითხი სამართლებრივ ჭრილში არც ერთ უწყებაში არ განხილულა, გაურკვეველი პოლიტიკური სარჩულის მიზეზით. ასეთივე მიდგომა აქვს სასამართლოსაც"- ნათქვამია ლევან მამალაძის განცხადებაში.

ლევან მამალაძეს ბრალი თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, ქრთამის აღებასა და შემოსავლების დამალვაში დასდეს. მას სასამართლომ განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დღის ამბები