18 ნოემბერი 2024,   05:42
ვრცლად
აუცილებლად ვიქნები მაჟორიტარი, სად ამას ცოტა მოგვიანებით ვიტყვი - ირაკლი ოქრუაშვილი

პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" თავმჯდომარის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მაჟორიტარების არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენება უკვე გადაწყვეტილი აქვს, თუმცა სად იყრის კენჭს, ჯერ არ იცის. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, მაჟორიტარად კენჭი გორში იყაროს. 

"აუცილებლად ვიქნები მაჟორიტარი, სად, ამას ცოტა მოგვიანებით ვიტყვი. ეჭვი არ მეპარება, რომ ყველა პარტიის ლიდერმა ეს ნაბიჯი უნდა გადადგას ნებაყოფლობით. თუკი ვინმე მე ამ ტვირთს ამაცილებს ძალიან კმაყოფილი ვიქნები. ჩვენ არ გვაქს იმის ფუფუნება, რომ რომელიმე ოლქი მივაგდოთ, ყველა უნდა წამოვიდეს წინა ხაზზე, ყველა ოლქი,"- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერები დღეს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეიკრიბნენ, მათ შორის იყვნენ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. ოპოზიციონერების მთავარი მოთხოვნა ისევ ძალაში რჩება და ხელისუფლებისგან 8 მარტის დაპირების შესრულებას ითხოვენ.

დღის ამბები