"ახალი საქართველოს" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის თქმით, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეხვედრის დროს ოპოზიციონერებმა მაჟორიტარულ ოლქებზეც ისაუბრეს.
როგორც გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, თავად მაჟორიტარობას თბილისში გეგმავს.
"რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, ამაზე გვქონდა ზოგადი საუბარი. ალბათ ორ კვირაში ყველა პარტია ჩამოყალიბდება, აპირებს თუ არა მონაწილეობას მაჟორიტარების შეთანხმებაში. პირადად მე ვაპირებ მონაწილეობას და სავარაუდოდ მაჟორიტარობას ვაპირებ თბილისში,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიციური პარტიის ლიდერები დღეს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეიკრიბნენ. ოპოზიციონერების მთავარი მოთხოვნა ისევ ძალაში რჩება და ხელისუფლებისგან 8 მარტის დაპირების შესრულებას ითხოვენ.