ოპოზიციურმა პარტიებმა დღევანდელ შეხვედრაზე 2020-ის არჩევნებზე და მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებზე ისაუბრეს.
"რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, მაჟორიტარობის წინასწარი მოლოდინი არ აქვს, თუმცა მისივე თქმით, ეს არ არის პერსონალური საკითხი და ამ ყველაფერზე ძირითადად მთლიანი ოპოზიციური სპექტრი თანხმდება.
"არ მაქვს იმის განცდა, რომ მაჟორიტარი უნდა ვიყო. ეს არ არის პერსონალური საკითხები, ეს არის ძირითადად ოპოზიციურ სპექტრში შესათანხმებელი," - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.
მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატურებზე სხვადასხვა ოპოზიციონერმა ლიდერებმა განცხადებები დღეს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთეს.
ამასთან, ოპოზიციონერების მთავარი მოთხოვნა ისევ ძალაში რჩება და ხელისუფლებისგან 8 მარტის დაპირების შესრულებას და გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ.