03 მაისი 2024,   11:26
ვრცლად
ეს იქნება ერთიანი ფრონტი, ჩვენ დავუჭერთ ერთმანეთის მაჟორიტარებს მხარს - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილი განცხადებით, ახლა მთავარია ერთმანეთის მხარდაჭერა. მისივე თქმით, ივანიშვილის რეჟიმმა არ უნდა გაიმარჯვოს.

როგორც პარტიის ლიდერი აცხადებს, მაჟორიტარ დეპუტატებს შორის ყოფნის სურვილი აქვს, თუმცა ეს შესათანხმებელი საკითხია.

"ეს იქნება ერთიანი ფრონტი. ჩვენ დავუჭერთ ერთმანეთის მაჟორიტარებს მხარს და არ მივცემთ ივანიშვილის რეჟიმს საშუალებას, რომ დარჩენილი 30 ადგილით სასუნთქი არხი გაიხსნას. მე თუ მკითხავთ, უნდა ვიყო მაჟორიტარებს შორის, თუმცა ვნახოთ, უნდა შევათანხმოთ კოლეგებთან. თუ მე ვინმეს ხელს შევუშლი, პრობლემა არ იქნება, მხარს დავუჭერ საერთო მიზანს, რომელიც გვაერთიანებს,"- აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

ოპოზიციონერმა ლიდერებმა მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით მედიასთან დღეს, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრეს. 

დღის ამბები