18 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
ყველა ელის, რომ 2020 წლის არჩევნები იქნება უფრო ნორმალური და მმართველი გუნდი ამომრჩევლის ვერდიქტს შეეგუება - გიგა ბოკერია

გიგა ბოკერიას განცხადებით, მთელი ქვეყნის საზოგადოება და საქართველოს მეგობრები გიორგი რურუას გათავისუფლებას ელიან. ქვეყანა კი, პარლამენტში საკონსტიტუციო კენჭისყრის მოლოდინშია.

მისივე თქმით, 2020 წლის არჩევნები უნდა იყოს არსებითად უფრო ნორმალური და მმართველი გუნდი ამომრჩევლის ვერდიქტს უნდა შეეგუოს.

"ქართული საზოგადოება, ჩვენი ქვეყანა, საქართველოს მეგობრები, ახლა ყველა ელის გიორგი რურუას გათავისუფლებას, შემდეგ საკონსტიტუციო კენჭისყრას პარლამენტში, შემდეგ საარჩევნო კოდექსის არსებით გაუმჯობესებას, საერთაშორისო რეკომენდაციების და პარტიებს შორის არსებითი კონსენსუსის საფუძველზე. შემდეგ, არსებითად უფრო ნორმალურ არჩევნებს და შემდეგ ყველა პოლიტიკური ძალებისაგან და პირველ რიგში ეს ეხება ივანიშვილის გუნდს, ჩვენი ამომრჩევლის ვერდიქტზე მშვიდად  შეგუებას," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერები დღეს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეიკრიბნენ, მათ შორის იყვნენ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. ოპოზიციონერების მთავარი მოთხოვნა ისევ ძალაში რჩება და ხელისუფლებისგან 8 მარტის დაპირების შესრულებას ითხოვენ.

დღის ამბები