18 ნოემბერი 2024,   05:48
ვრცლად
ოპოზიციის დამოკიდებულება არჩევნებთან არის დესტრუქცია და მდგომარეობის დაძაბვა - ირაკლი სესიაშვილი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით,  არჩევნებთან მიმართებაში ოპოზიციის მიდგომა - სრული დესტრუქცია და მდგომარეობის დაძაბვაა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში შევა და ამას "ქართული ოცნება" მხარს დაუჭერს.

"მე შემიძლია გითხრათ, რომ "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" კლასტერს და იმ ხალხს, ვინც შალვასთან არიან შეკრებილები, თავად შალვა ნათელაშვილმა გამოაცხადა წინა დღეებში, რომ არჩევნები არალეგიტიმურად უნდა გამოვაცხადოთ მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ხმას მისცემს "ქართულ ოცნებასო". ამიტომ მათი დამოკიდებულება არჩევნებთან არის დესტრუქცია და მდგომარეობის დაძაბვა,"- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერები დღეს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეიკრიბნენ. მათი მთავარი მოთხოვნა ისევ ძალაში რჩება და ხელისუფლებისგან 8 მარტის დაპირების შესრულებას ითხოვენ.

მათი განცხადებითვე, თუ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება ოპოზიციის ნაწილი მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

დღის ამბები