როგორც "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ამბობს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება მშვიდობიანი არჩევნების გზით შეიცვალოს და მიღწეულ იქნას არჩევნების სამართლიანი გარემო.
"ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა, სადაც კიდევ ერთხელ არის დადასტურებული ის, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება შეიცვალოს მშვიდობიანი გზით, არჩევნების გზით, რომ მიღწეული იქნას სამართლიანი გარემო არჩევნების და ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობისა და კოორდინირების გაგრძელება როგორც მინიმუმ, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოხდეს არჩევნების გაყალბება," - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
ოპოზიციური პარტიის ლიდერები დღეს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეიკრიბნენ, მათ შორის იყვნენ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. ოპოზიციონერების მთავარი მოთხოვნა ისევ ძალაში რჩება და ხელისუფლებისგან 8 მარტის დაპირების შესრულებას ითხოვენ.