18 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
იქნება დასახელებული არა ერთი მიზეზი იმისათვის, რომ ეს ცვლილებები არ იქნეს მიღებული - გია ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი მაჟორიტარულ დეპუტატებსა და 8 მარტის შეთანხმების შესახებ საუბრებს მეათეხარისხოვანს უწოდებს.

"იქნება დასახელებული არა ერთი მიზეზი იმისათვის, რომ ეს ცვლილებები არ იქნეს მიღებული და დესტრუქციული რეჟიმი იყოს მთავარი პოლიტიკური მექანიზმი, რომელსაც ისინი გამოიყენებენ.

რაც შეეხება მაჟორიტარულ დეპუტატებს და შეთანხმებას, ეს ზოგადი ლაპარაკები რა საკვირველია მეათეხარისხოვანია და მხოლოდ მედიის ყურადღებისთვის არის გამოყენებული," - აცხადებს გია ვოლსკი.

ოპოზიციური პარტიის ლიდერები დღეს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეიკრიბნენ, მათ შორის იყვნენ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. ოპოზიციონერების მთავარი მოთხოვნა ისევ ძალაში რჩება და ხელისუფლებისგან 8 მარტის დაპირების შესრულებას ითხოვენ.

დღის ამბები