18 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
ბოლნისის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ხვალიდან იხსნება - უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება

ბოლნისის რამდენიმე სოფელში ხვალიდან საკარანტინო რეჟიმი უქმდება.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, ხვალიდან, 19 მაისიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება.

კარანტინის რეჟიმი უქმდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ნახიდური, ფარიზი, ცურტავი, დაბა თამარისი, ხიდისყური, მუხრანა, ბალახაური და მწყნეთი.

აღნიშნულ სოფლებში ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობით დადგენილი სხვა შეზღუდვები, რომლებიც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოქმედებს. 

დღის ამბები