მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირება ბიუროს სხდომაზე დღეს მოხდება.
კანონპროექტის ინიციატორი მმართველი გუნდია, ცვლილებებს ეწინააღმდეგება ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ დამატებით ძალაუფლებას მმართველი გუნდი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს.