"ამერიკული კომპანიის "ფრონტერა რესორსის" ნავთობსაბადო საქართველოში - გეოპოლიტიკური პოლემიკის ეპიცენტრში " - ამ შინაარსის ვრცელ სტატიას გამოცემა "ევრაზიანეტი" ავრცელებს.
როგორც პუბლიკაციაში ნათქვამი, ბრალდებები, რომელთაც საქართველოს ოპოზიციის გარდა მთელი სერიოზულობით არავინ აღიქვამს, კვლავ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც თბილისმა აღნიშნულ კომპანიასთან კონტრაქტი გაწყვიტა, რადგან "ფრონტერამ" მის წინაშე დაყენებული მკაცრი მოთხოვნები ვერ შეასრულა.
სტატიაში წერია, რომ "ფრონტერას" მხარდამჭერმა კონგრესმენებმა ოფიციალური თბილისი რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებაში დაადანაშაულეს. ამასთან, პუბლიკაციის ავტორის ვარაუდით, შეერთებული შტატების მთავრობა ფაქტზე რეაგირებას არ მოახდენს.
"ჯერ არ არის ცნობილი, მოახდენენ თუ არა პომპეო და მნუჩინი ამ მოწოდებაზე რეაგირებას. პირველ რიგში, ბრალდებები დიდი სანდოობით არ გამოირჩევა - შესაბამისად, ამის ალბათობა ამერიკის სტანდარტებით მცირე კომპანიის გამო ძალიან დაბალია" - წერია "ევრაზიანეტის" სტატიაში.