"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია იმყოფებოდა ოჯახში, რომლის წევრები თვითდასაქმებულები იყვნენ, თუმცა ამ ეტაპზე ყოველგვარი შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები და დახმარების მისაღებად აუცილებელ პირობასაც ვერ აკმაყოფილებენ.
მელიამ ოხანაშვილების ოჯახს "ნაციონალური მოძრაობის" ანტიკრიზისული გეგმა გააცნო და მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ამ მძიმე ეკონომიკური კრიზისის დროს მოსახლეობის მხარეს დადგნენ.
"ოჯახის უფროსს მიკროსაფინანსოდან სესხიც კი აუღია, ეწურებათ საბანკო საშეღავათო ვადა და 200 ლარი აქვთ გადასახადი და ამ ადამიანებს, რომლებიც თვითდასაქმებულები არიან მთავრობის არანირი დახმარება არ შეეხო,"- განაცხადა ნიკა მელიამ.