18 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
ეს არის პირდაპირი მცდელობა, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლოს ნორმალური საარჩევნო კამპანიის ჩატარება - ნინო ბურჯანაძე ხუნდაძის კანონპროექტზე

დიმიტრი ხუნდაძის  კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში შეზღუდვების დაწესებას, მთავრობა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლებს, ნინო ბურჯანაძე გამოეხმაურა. "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარის" განცხადებით, ეს არის ხელისუფლების მხრიდან მცდელობა, ხელი შეუშალოს ოპოზიციურ პარტიებს ნორმალური საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში:

"როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება დღეს გადაწყვეტს, რომ ხვალ ჩაკეტოს ის რაიონი სადაც მაგალითად ოპოზიციურ პარტიებს შეხვედრა აქვს, ზეგ ჩაკეტოს ის სოფელი სადაც რომელიმე ოპოზიციის ლიდერს შეხვედრა აქვს, მაზეგ დაკეტოს ის ქალაქი 2-3 დღით სადაც შეხვედრებია დაგეგმილი... ეს არის პირდაპირი მცდელობა არა პანდემიის აღკვეთის, არამედ იმისა, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლოს ნორმალური საარჩევნო კამპანიის ჩატარება," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები