თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის კრებაზე მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა დეპუტატებს შორის, დაპირისპირების მიზეზი ლევან ხაბეიშვილის მიერ დასმული საკითხი გახდა.
თემა ქავთარაძის ქუჩაზე ერთერთ საცხოვრებელ სახლს ეხებოდა, რომელიც ოპოზიციის თქმით, მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსის გიორგი ბაგრატიონის ძმის საკუთრებაა.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, უფლება ბაგრატიონმა კანონდარღვევით მიიღო. დეპუტატმა კომისია პროტესტის ნიშნად დატოვა.