18 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
იყო მოსაზრება, გახსნილიყო ანტიტერორისტული ცენტრი, მაგრამ არა საქართველო-რუსეთის - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას ანტიტერორისტული ცენტრის შესახებ. როგორც პრეზიდენტმა "ღამის კურიერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, მსგავსი შეთანხმება მართლაც არსებობდა, მაგრამ არა საქართველო-რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრის თაობაზე.

"ჩემი კოლეგა, ამ შემთხვევაში, სიმართლეს ლაპარაკობს. იყო ეს მოსაზრება, შეთანხმებაც, რომ გახსნილიყო ანტიტერორისტული ცენტრი. ოღონდ ერთი რამე ავიწყდება, როცა ამას ახსენებს და ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი - ეს არ იქნებოდა საქართველო-რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრი,"-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინტერვიუს სრულ ვერსიას "რუსთავი2-ის" მაყურებელი დღეს, 22-საათზე, "ღამის კურიერის" ეთერში ნახავს.

დღის ამბები