18 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
თბილისის მერის ახალი მოადგილე ანდრია ბასილაია იქნება

თბილისის მერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, ახალი მოადგილე ანდრია ბასილაია წარადგინა. თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მერის მოადგილის პოსტი სოფო ხუნწარიამ საკუთარი სურვილით დატოვა.

კახა კალაძის თქმით, სოფო ხუნწარია კერძო სექტორში გადადის და მას წარმატებები უსურვა.

"ანდრია ბასილაია 2017 წლიდან არის ჩვენი გუნდის წევრი, სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე იყო დღემდე და იყო წარმატებული,"- განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები