"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას, გათავისუფლებას "ტვიტერზე" კიდევ ერთი ევროპარლამენტარი ეხმაურება.
ანჟეი ჰალიცკიმ ევროპარლამენტის "ტვიტერი" გააზიარა.
"მადლობა ევროპარლამენტარებს ზეწოლისა და ჩარევისთვის, მათ შორის ანჟეი ჰალიცკის, საქართველოს ხელისუფლებამ ორი პოლიტპატიმარი გაათავისუფლა. მათ შორისაა თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა," - წერია ევროპარლამენტის "ტვიტერზე."