18 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
პოლიტკორექტულობის ნიშანია, რომ პრეზიდენტი გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს სახელმწიფო მმართველობითი ორგანოების ხელმძღვანელებს - გიორგი ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება, პატიმრების შეწყალების შესახებ ხელისუფლებისთვის ეცნობინებინა, პოლიტიკურად კორექტულია და ოპოზიცია საკითხთან დაკავშირებით კომენტარებში "ხავსზე მოკიდებულის" შთაბეჭ

"ამაში სკანდალის ძებნა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ეს არის, რასაც ისინი ელოდებოდნენ და სწორედაც ეს არის, რაც საერთაშორისო მხარდაჭერას იმსახურებს, თუნდაც იყოს იქ გარკვეულ ტერმინოლოგიაში შეუსაბამობები, მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიციას ნამდვილად, რეალურად აქვს  მთავარი პრობლემა სკანდალური საკითხების ძებნა, რომლითაც ცდილობენ, რომ ფონს გავიდნენ ამ მათთვის უპერსპექტივო ვითარებაში," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

საქართველოს პრეზიდენტმა "ღამის კურიერში" განაცხადა, რომ მან საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, შეეწყალებინა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, წინასწარ აცნობა ბიძინა ივანიშვილს, გიორგი გახარიას და არჩილ თალაკვაძეს. 

დღის ამბები