18 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
ივანიშვილის უტიფრობა, როდესაც უკვე მე-4 თვე მიდის პანდემიის და კაცი ერთხელ გამოჩნდა, ისიც რაღაც იხტუნავა, "იტიკტოკა" - გიორგი ბარამიძე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე არჩილ თალაკვაძის იმ ბრალდებებს პასუხობს, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლეგიტიმაცია არის ძალიან დაბალი და ახალი სისტემითაც კი არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ, აქედან გამომდინარე კი ცდილობენ პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანას. გიორგი ბარამიძე აღნიშნულ ბრალდებებს აბსურდულსა და საფუძველს მოკლებულს უწოდებს.

გიორგი ბარამიძე "დღის კურიერში" იმ პერსპექტივებზე საუბრობს, რაც დახვდა მმართველ გუნდს 8 წლის წინ. მისი თქმით, 8 წლის განმავლობაში მმართველმა გუნდმა საქართველოს ეკონომიკა ჩამოშალა.

ბარამიძის თქმით,ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია მძიმეა და მმართველმა გუნდმა ვერ შეძლო წინამორბედის მიერ დატოვებული "დაქოქილი მანქანის " მართვა:

"ქვეყნის ბიუჯეტი 4 მილიარდიდან 4-ჯერ გაზრდილი 16 მილიარდამდე, დოლარებში რა თქმა უნდა, 2013 წლის ბიუჯეტში დახვდათ, პენსია გაზრდილი 150 ლარამდე, მაშინდელი კურსით ეს უკვე $92 იყო.

ეს ყველაფერი დახვდათ და ნაცვლად იმისა, რომ გაეგრძელებინათ ქვეყნის წინსვლა, ამდენს მაინც ვერ შეძლებდნენ, მაგრამ ოდნავ მაინც წინ რომ წასულიყვნენ, 4-ჯერ კი არ გაეზარდათ, თუნდაც 8 წლის განმავლობაში 2-ჯერ მაინც გაეზარდათ საქართველოს ეკონომიკა, უკვე ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა 32 მილიარდი დოლარის ოდენობის. 

ახლა იცით რამდენი არის საქართველოს ეკონომიკა? ახლა არის 15,5, შეიძლება უფრო ნაკლებიც კურსის ცვალებადობის გამო. ესე იგი საქართველოს ეკონომიკა ამ 8 წლის განმავლობაში შემცირდა," - ამბობს გიორგი ბარამიძე.

ამის პარალელურად კი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი "უტიფრობას" უწოდებს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, პანდემიის პერიოდში მხოლოდ ერთხელ გამოჩენილიყო და ისიც - "ტიკტოკის" ვიდეოში.

"ამას კიდევ ემატება ივანიშვილის უტიფრობა, როდესაც უკვე მე-4 თვე მიდის პანდემიის და ხალხს ასე ეშინია გადაადგილება, ერთმანეთთან ურთიერთობა და ყველაფერი ჩაკეტილია, ახლა კარგია, რომ ნელ-ნელა იხსნება, კაცი ერთხელ გამოჩნდა, ისიც რაღაც იხტუნავა, "იტიკტოკა", მაგრამ პარალელურად აგრძელებს ხეების თხრას და თავის ბაღში გადარგვას. ასეთი დამოკიდებულებით, ასეთი მტკნარი ტყუილებით, რომ აი ჩვენ არ შევთანხმებულვართ პოლიტპატიმრების გამოშვებაზე, წერტილი, ჩვენ არ ვაპირებთ პოლიტპატიმრების გამოშვებას, წერტილი. მერე ამ წერტილებს იქვე უწევთ, რომ ალოკონ თვითონვე, ან სხვებმა გააბათილონ," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

დღის ამბები