18 ნოემბერი 2024,   05:48
ვრცლად
კახა კუჭავა ფაქტების დამდგენელი მისიის შეიქმნის აუცილებლობაზე საუბრობს, რათა საერთაშორისო პარტნიორებმა ინფორმაცია სწორად მიიღონ

"დღის კურიერის" წამყვანმა პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავას ჰკითხა, არის თუ არა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი ოპოზიციის ლობისტი, რადგან მმართველ გუნდში კეთდება განცხადებები, რომ არასწორ ინფორმაციას ფლობენ საერთშორისო პარტნიორები ოპოზიციის მხრიდან.

თავის მხრივ, კუჭავამ აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორები კარგი იქნება თუ საქართველოში ჩამივლენ და თავად გაეცნობიან არსებულ ვითარებას.

კახა კუჭავა ამბობს, რომ ფაქტების დამდგენელი მისია შეიქმნას.

"როგორ შეიძლება თქვა ევროპარლამენტარზე, ლობისტია ოპოზიციის, მაგრამ თუ ის პოლიტიკური პარტნიორი არის და ინფორმაცია აქვს მიწოდებული და სჯერა მისი სიმართლის, ეს უკვე მეორე მხარეა, დადგინდეს თუ არა რამდენად სიმართლეა - ეს ვთხოვეთ ჩვენ რომ თვითონ გარკვეულიყვნენ და დაედგინათ. შემდეგ შეყოვნდა ეს საქმე, ევროპარლამენტარებისგან არ იყო ძალიან დიდი ძალისხმევა, რომ - აი, ჩამოვალთ, შევისწავლით და ნამდვილად უნდა განხორციელებულიყო ეს ფაქტების დამდგენი მისია, ეს ძალიან ბევრ კითხვას გასცემდა პასუხს. მეტსაც გეტყვით, მე ვთვლი, რომ რომ ადრე თუ გვიან, როდესაც დაცხრება ყველაფერი, ისევ შეუძლიათ ეს მისია განახორციელონ, ჩამოვიდნენ. მეც მაინტერესებს.

თვითონ თუ უნდა, რომ დეტალებში შევიდეს, სანამ ხმამაღალი განცხადებები გაკეთდება, რომელიც არ არის დამყარებული ფაქტებზე, აუცილებელია, თვითონ გაერკვეს ამაში. ეს შევთავაზეთ ჩვენ. ეს ძალიან კარგად მიიღეს, მოიწონეს ევროპარლამენტარებმა. თქვეს კიდეც, აუცილებლად ჩამოვალთო, მაგრამ ეს გაიწელა. თავიდან ოპოზიცია წინააღმდეგი იყო ამის, ამბობდნენ, რომ ეს არასდროს მომხდარა, თუმცა ამ მეთოდს ევროპარლამენტი იყენებს და კარგი იქნება, თუ იმავეს გამოიყენებენ ახლაც," - განაცხადა კუჭავამ.

"დღის კურიერის" წამყვანმა კახა კუჭავას შეახსენა, რომ ვაშინგტონში ერთად იმყოფებოდნენ და კონგრესმენ ადამ კინზინგერთან შეხვედრის დროს, პირადად მან ჰკითხა კინზინგერს, რომ ხელისუფლებაში არსებობს პრეტენზია, თითქოს შეცდომაში შეჰყავს ოპოზიციას საერთაშორისო პარტნიორები, რაზეც კინზინგერმა განაცხადა, რომ პირველ რიგში კომუნიკაცია ხელისუფლებასთან აქვთ.

კახა კუჭავამ კი საპასუხოდ განაცხადა, რომ კინზინგერი საქართველოსთან დაკავშირებით არაერთ პოზიტიურ განცხადებასაც აკეთებს.

"ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ჰკითხავთ, რომ შეცდომაში შეგიყვანესო, რას იტყვის, კი შეცდომაში ვიყავი შეყვანილიო?! არის ფაქტები, რომლის გადმოცემაც ობიექტურად უნდა შევძლოთ. შეგვიძლია მივყვეთ ქრონოლოგიას და ვნახოთ ადამ კინზინგერის საკმაოდ პოზიტიური განცხადებებიც, ტვიტები, მათ შორის ჩვენი თავმჯდომარის მონიშვნა, სადაც პირდაპირ უთითებდა, თუ რამდენად იმედოვნებს, რომ უმაღლეს დონეზე არსებული სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასა და საქართველოს შორის კიდევ უფრო გაიზრდება," - განაცხადა კახა კუჭავამ.  

დღის ამბები