18 ნოემბერი 2024,   05:23
ვრცლად
საქართველო რომ წარმატებით უმკლავდება პანდემიის შედეგებს, ეს ტურისტული თვალსაზრისით, შესაძლოა, უპირატესობად იქცეს-ბექა ლილუაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა, - Traveltimes.ie-მიერ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოს წარმატება პანდემიის გამკლავებასთან დაკავშირებით შესაძლოა ტურისტული კუთხით ქვეყნის უპირატესობაზეც კი მიუთითებდეს.

"მრავალი საერთაშორისო გამოცემა აღნიშნავს, რომ შესაძლებელია, საქართველოსთვის ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთ უპირატესობად იქცეს ის ფაქტი, რომ ქვეყანა წარმატებით უმკლავდება პანდემიის შედეგებს"- ბექა ლილუაშვილი.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა  ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

"საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ სწრაფად გახსნას ქვეყანა ტურისტებისათვის და საქართველოს პოზიციონირება მოახდინოს, როგორც ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყნის. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, 15 ივნისიდან ქვეყნის ტურისტული სექტორი გაიხსნება, ხოლო 1 ივლისიდან ქვეყანა გაიხსნება ასევე საერთაშორისო მოგზაურებისთვისაც. ამ ფაქტს მრავალი საერთაშორისო გამოცემა ეხმიანება, მათ შორის, ჩეხეთის ერთ-ერთ ტურისტულ პორტალზე აქტიურად მიმდინარეობს იმის განხილვა, რომ საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ამავე დროს, ეს არის ქვეყნის სერიოზული უპირატესობა იმისთვის, რომ საქართველო გლობალურად პოზიციონირებდეს, როგორც უსაფრთხო ტურისტული ქვეყანა", - განაცხადა ბექა ლილუაშვიმა.

როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, ამ ფაქტს ეხმაურება ასევე ერთ-ერთი მსხვილი საერთაშორისო ეკონომიკური პლატფორმა, "ნუმბეო" და აფასებს ქვეყნის წარმატებას ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით.

"ასევე ერთ-ერთი მსხვილი საერთაშორისო ეკონომიკური პლატფორმა, „ნუმბეო“ ეხმიანება ამ ფაქტს და ასევე აფასებს ქვეყნის წარმატებას ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით და ამ თვალსაზრისით საქართველოს ტურისტულ პოტენციალს. ეს არ არის მხოლოდ ამ ორგანიზაციების შეფასება, ეს არის მათ შორის  მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის შეფასებაც, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადაიდგა ძალიან ეფექტური ნაბიჯები, იმისათვის, რომ სწრაფად მოხდეს ქვეყნის გახსნა ტურისტებისათვის და ეს საქართველომ პირველმა გააკეთოს საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ზოგადად, ტურიზმის სექტორის მხარდაჭერის თვალსაზრისით, ვინაიდან, ეს არის ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე ინკლუზიური სექტორი, ასაქმებს მრავალ ადამიანს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთის მხრივ, დავეხმაროთ ამ სექტორს მაქსიმალურად, ხელი შევუწყოთ დასაქმების შენარჩუნებას და მეორეს მხრივ, სწრაფად გავხსნათ ქვეყანა ტურისტებისთვის რომ ის პოტენციალი, რაც საქართველოს აქვს ტურიზმის თვალსაზრისით, სწრაფად დაუბრუნდეს პირვანდელ მაჩვენებელს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. 

საერთაშორისო მედია განაგრძობს საქართველოს მიერ Covid-19-თან ბრძოლაში მიღწეული შედეგების აღიარებას - Traveltimes.ie-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სახელწოდებით - „ტურიზმის აღდგენა ევროპაში“ წერია, რომ საერთაშორისო მედიის მხრიდან მომხიბვლელ ტურისტულ ლოკაციად აღიარებული საქართველო ცდილობს, გახდეს პირველი ევროპული ქვეყანა, რომელიც მკაცრი შეზღუდვების შემდეგ კარს გახსნის უცხოელი ტურისტებისთვის. 

Traveltimes-ის სტატიაში საქართველოს ცალკე თავი ეთმობა, სათაურით - საქართველო ჩვენს გონებაში.

დღის ამბები