18 ნოემბერი 2024,   05:21
ვრცლად
საკრედიტო შენატანების ვალდებულება სექტემბრამდე უნდა გადავადდეს - ნიკა მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია სოფელ ქერთუბანში გოზა მარკოზაშვილს ესტუმრა.

ოჯახი სოფლის მეურნეობას მისდევდა, ბანკიდან კრედიტი გამოიტანა, მეურნეობა გააფართოვა, მოსავალიც მოჰყავდა და თანასოფლელებიც დასაქმებული ჰყავდა. თუმცა, პანდემიის გამო საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ ახერხებს.

საკრედიტო შეღავათის ვადის ამოწურვის შემდეგ ყოველთვიური გადასახადიც მნიშვნელოვნად გაეზარდა და ამის გამო იძულებული გახდა, ნაკვეთი გაეყიდა.

ნიკა მელიამ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად საბანკო შეღავათების კიდევ 3 თვით გახანგრძლივება.

"გაჩერდა მომსახურეობის ფაქტობრივად მთელი სექტორი. სამუშაო ადგილები დაიკარგა. უამრავი ადამიანი დღემდე სახლებშია გამოკეტილი და ივნისის თვიდან ყველა მათგანს მოუწევს საკუთარი ვალის მომსახურეობაზე ზრუნვა.

მინიმუმ სექტემბრამდე, სამი თვით უნდა გადავადდეს საკრედიტო შენატანების ვალდებულება. ვგულისხმობს როგორც პროცენტის გადახდევინების ვალდებულებას, ასევე ძირ თანხას," - აღნიშნა ნიკა მელიამ.

 

დღის ამბები