როგორი იქნება ტურისტული ინდუსტრია პანდემიის დასრულების შემდეგ. პრემიერ-მინისტრმა ახალ სავალდებულო რეგულაციებსა და ეკონომიკის გახსნის პროცესში რეკომენდაციების შესრულებაზე სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სასტუმრო სექტორის, კვების ობიექტებისთვის, ღია და დახურული ტიპის აუზებისთვის განსაზღვრულ სპეციფიკურ მოთხოვნებზე.
სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების მიღების წესები.
"კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, თუ როგორ უნდა მოხდეს საერთაშორისო ვიზიტორების მიღება ჩვენს ქვეყანაში, რა არის ის სავალდებულო დოკუმენტაცია, რაც უნდა ჩამოიტანოს ტურისტმა აუცილებლად და თან ჰქონდეს მოგზაურობისას. ასევე, ამ ყველაფრის აღსრულების მექანიზმებზე იყო საუბარი და კონკრეტული დავალებები გაიცა პრემიერ-მინისტრის მხრიდან, თუ როგორ უნდა ხდებოდეს საერთაშორისო აეროპორტების აღჭურვა, ისევე როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სახმელეთო პუნქტების," - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.