18 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა მუდმივად ლაპარაკობს დახმარებებზე, არანაირი დახმარებები ჯერ არ გაცემულა - ბურჯანაძე

საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების მოხსნასა და მოსახლეობისთვის გაწეულ დახმარებებს ეხმაურება "ერთიანი საქართველოს" ლიდერი.

ნინო ბურჯანაძის თქმით, მოქალაქეების უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ დახმარებების გარეშეა დარჩენილი, მაშინ როცა მთავრობა კვლავ ანტიკრიზისული გეგმის შესახებ საუბრობს.

"მიუხედავად იმისა, რომ 2 თვეზე მეტია ამ ვითარებაში ვართ და მთავრობა მუდმივად ლაპარაკობს ამ დახმარებებზე, არანაირი დახმარებები ჯერ არ გაცემულა. მე არ ვიცი, უბრალოდ, რითი ცხოვრობს ჩვენი მოსახლეობა, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი და რას ფიქრობს საერთოდ მთავრობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ლაპარაკობს დახმარების გაცემაზე, მხოლოდ თავს იწონებს და, სინამდვილეში, არანაირ რეალურ დახმარებას არ უწევს მოსახლეობას, ბიუჯეტი კვლავ არ შესულა პარლამენტში,"-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები