18 ნოემბერი 2024,   05:30
ვრცლად
​"ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებლად მივიღოთ - სოფო კილაძე

ოპოზიციის მოთხოვნების მიუხედავად, მმართველ გუნდში​ იმედი აქვთ, რომ დაინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებენ. სოფო კილაძის თქმით, თუ ცვლილებებს მხარს "ნაციონალური მოძრაობა" არ დაუჭერს, ამას დამოუკიდებელი დეპუტატები გააკეთებენ. 

​"ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებლად მივიღოთ. ამას ხმას მისცემს ჩვენი გუნდის დეპუტატები და იმედი მაქვს, რომ თუკი "ნაციონალური მოძრაობის" ორივე განშტოება მხარს არ დაუჭერს ცვლილებას, დამოუკიდებელი დეპუტატები მაინც იზამენ ამას,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე. 

დღის ამბები