18 ნოემბერი 2024,   05:23
ვრცლად
საკრედიტო-საგარანტიო პროგრამა სავარაუდოდ მაისის ბოლოდან ამოქმედდება და მასში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მისი უწყება საკრედიტო-საგარანტიო სქემასთან დაკავშირებით შესაბამის განკარგულებაში ცვლილებებს სავარაუდოდ მთავრობის უახლოეს სხდომაზე წარადგენს. ნათია თურნავას თქმით, პროგრამა სავარაუდოდ მაისის ბოლოდან ამოქმედდება და მასში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ერთვებიან:

"ჩვენ მომზადებული გვაქვს განკარგულებაში ცვლილება და ალბათ მთავრობის უახლოეს სხდომაზე გავიტანთ განკარგულებას, რომლითაც საბოლოო წესებს დავამტკიცებთ, რაზეც აქამდეც გვქონდა ჩვენ საჯარო პრეზენტაციები, ამასობაში ახალი ანტიკრიზისული ბიუჯეტი და შესაბამისი ცვლილებები შევა პარლამენტში და დიდი იმედი მაქვს სწრაფად დამტკიცებული იქნება და უკვე მაისის ბოლოდან ამ ახალი ბიუჯეტის დამტკიცების კვალობაზე ჩვენ შევძლებთ ამ პროგრამის ამოქმედებას, თუმცა არ ველოდებით და კონკრეტულ ბანკებთან, პრაქტიკულად ყველა ბანკმა გამოხატა ამაში მონაწილეობის სურვილი და უფრო მეტიც, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც ჩავრთეთ, რომ არ დაზარალდნენ და არ დაიჩაგრონ მათი კლიენტები," - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები