"საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის ინიციატივას პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძეც აკრიტიკებს.
ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ცვლილება არაკონსტიტუციური იქნება.
"რატომ მივიღეთ კონსტიტუცია, რატომაა ასეთი მცნება კონსიტუციური უმრავლესობა. მაშინ ყოფილიყო - "ქართული ოცნება" ეს არის სახელმწიფო. თვითონ ასე მიიჩნევენ სამწუხაროდ. საკუთარი უფლებების დათმობას ჩვენი დეპუტატები ძალიან ადვილად ეგუებიან," - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
პარლამენტი "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს განიხილავს. ინიციატივის თანახმად, მთავრობას ქვეყანაში შეზღუდვების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. წინადადებას ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება. მათი შეფასებით, კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და პარლამენტის როლი მინიმუმამდე დაჰყავს.
ოპოზიცია შიშობს, რომ საარჩევნო წელს ეს კანონი ხელისუფლებას შესაძლებლობას მისცემს, გარკვეული უფლებები თავის სასარგებლოდ შეზღუდოს.