18 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
ოპოზიცია მიიჩნებს, რომ ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, მოქალაქეები იმაზე ბევრად ნაკლებ კომპენსაციას მიიღებენ, ვიდრე შემოსავალი ჰქონდათ

კამათის ფონზე მიმდინარეობს პარლამენტში საგადასახდო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა.

ოპოზიციას მწვავე კითხვები მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით აქვს. 

ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ მოქალაქეები იმაზე ბევრად ნაკლებ კომპენსაციას მიიღებენ, ვიდრე შემოსავალი ჰქონდათ, რაც არასამართლიანია.

"ნახსენებია ის, რომ ე.წ. შეღავათი ძალაში უნდა შევიდეს პირველი მაისიდან და უნდა გაგრძელდეს 6 კალენდარული თვის განმავლობაში. რატომ მაინცდამაინც 6 თვე?! ჩვენ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული 6 თვე პირდაპირ ემთხვევა საარჩევნო კალენდარს და სწორედ ამიტომ აირჩია "ქართული ოცნების" ხელისუფლება 6 თვე," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ.

"ამ კანონის მიზანია ბიზნესს გავუჩინოთ მეტი ლიკვიდური თანხები იმისთვის, რომ ნაკლები სამუშაო ადგილი ადგილი დაკარგოს და ნაკლები თანამშრომელი გაუშვას სახლში. რაც შეეხება ურთიერთობას დაქირავებულსა და დამქირავებელს შორის, დღესაც ეს რეგულირდება ხელშეკრულებით. დამქირავებელი და დაქირავებული თანხმდებიან კონკრეტულ თანხაზე.

რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა წლის ბოლომდე, მაგრამ ჩვენ ამოვდივართ იმ შესაძლებლობებიდან, რაც აქვს ქვეყანას," - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.

დღის ამბები