18 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
რატომ არ უბრუნებენ ხალხს საკუთარ ფულს, რომელიც საპენსიო ფონდშია? - რა საკითხებზე სურს გიგა ბოკერიას პრემიერისგან პასუხების მოსმენა

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას პრემიერთან ბევრი კითხვა აქვს. მისი კითხვები, ძირითადად, სამომავლო გეგმებს და სოციალური დახმარების კრიტერიუმებს ეხება. 

"რა გეგმა აქვთ, რატომ არ უწევენ გადასახადებს ასეთი შოკის მერე მეწარმეებს და ადამიანებს რომ წნეხი შეუმსუბუქონ, რატომ არ უბრუნებენ ხალხს საკუთარ ფულს, რომელიც საპენსიო ფონდშია, რატომაა იქ, სადაც შესაძლებელია მკაფიო დიფერენციაცია, 200 ლარიანი მცირე, აბსურდული, გაუგებარი კრიტერიუმით დახმარება ხოლო სხვაგან, სადაც დიფერენციაცია რთულია, რატომ ავალებენ თვითდასაქმებულებს, რომ დაუმტკიცონ, რომ მუშაობდნენ,"-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ 27 მაისს, საკუთარი სურვილით მიდის. მას საკანონმდებლო ორგანოში 29 მაისს ინტერპელაციის წესითაც მოუწევს მისვლა. გიორგი გახარიას პარლამენტში კანონმდებლებთან შეხვედრა კიდევ ერთი ვიზიტის ფარგლებში, ივნისში, რეგლამენტით მოუწევს.

დღის ამბები