18 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
მანქანის უკანა სავარძელზე თუ შეიძლება სხვადასხვა ოჯახის წევრები იხსდნენ, რატომ არ შეიძლება წინ?! - აკაკი ბობოხიძე დიმიტრი ხუნდაძეს

დღეს პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზში, სადაც "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მომხსენებელ  პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძესთან კითხვები სასწავლო პროცესის განახლებასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტის ამოქმედებაზეც დაუსვევს.

"ონლაინ სწავლებას მოჰყვება, ონლაინ შეფასება, მაგრამ ონლაინ შეფასებისა და დისტანციური შეფასების კანონი არ გვაქვს. ახლა გეკითხებით, იმ შემთხვევაში თუ ეს, ვინ მიიღებს კანონს დისტანციურ სწავლებაზე," - მიმართა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა დიმიტრი ხუნდაძეს.

რაზეც თავის მხრივ ხუნდაძემ აღნიშნა, რომ სწორედ დისტანციურმა სასწავლო პროცესმაც შეუწყო ხელი ეპიდემიის შეკავებას.

"უნივერსიტეტებისა და საბავშვო ბაღების დროებით ჩაკეტვის გადაწყვეტილება მივიღეთ იმისათვის, რომ ნაკლები სიმჭიდროვე და ფიზიკური დისტანცირება. ესეც იყო ერთ-ერთი პირობა აუცილებელი იმისა, რომ ასეთ სასურველ შედეგზე გავედით," - აღნიშნა ხუნდაძემ.

"არ არის ის არგუმენტი სწორი, როგორ გავარკვიოთ ავტომობილში ცოლი და ქმარი სხედან თუ არა წინ. როგორ არკვევთ უკან სხედან თუ არა ცოლ-ქმარი გვერდიგვერდ?! თუ უკან შეიძლება სხვადასხვა ოჯახის წევრები იჯდნენ, რატომ არ შეიძლება წინაც იჯდეს სხვადასხვა ოჯახის წევრები," - მიმართა ევროპული საქართველოს წევრმა აკაკი ბობოხიძემ ხუნდაძეს.

პასუხად კი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ: - "მაკონტროლებელს ყველა საგუშაგოზე უნდა ემოწმებინა ქორწინების მოწმობა და ოჯახის შემადგენლობა. ეს რა თქმა უნდ,ა გაართულებდა ამ პროცესს."

დღის ამბები