ანა დოლიძემ მის მიერ დაფუძნებული ახალი სამოქალაქო მოძრაობა - "მოძრაობა ხალხისათვის" პრეზენტაცია გამართა.
ანა დოლიძის განცხადებით, ხელისუფლებას აქვს მორიგი მცდელობა, მოქალაქეებს თავისუფლება წაართვას და ერთიანდებიან, რათა შექმნან სახელმწიფო ხალხისათვის.
"წესით, ხვალ სრულდება საგანგებო მდგომარეობა და წესით ხელისუფლების ყოველდღიური საზრუნავი უნდა იყოს ეკონომიკური ნახტომის შექმნა, მაჩანჩალა ქვეყნის სტატუსიდან გამოყვანა, ამის მაგივრად კი, ხელისუფლება ცდილობს, ჩვენი უფლებების შეზღუდვით საკუთარი არსებობა გაიხანგრძლივოს.
ვიცით ძალიან კარგად, რომ ამ ხელისუფლებას არ გააჩნია ეკონომიკური განვითარების ხედვა და სტრატეგია. ვიცით, რომ ჩატეხილია ხიდი ხელისუფლებასა და ხალხს შორის და ხელისუფლებას ხალხის არ ესმის.
ჩვენ ვერთიანებით იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მოვიტანოთ პირობები, როდესაც ყველა მოქალაქე შეძლებს საკუთარი ნიჭის და პოტენციალის რეალიზებას მეტი დოვლათის შესაქმნელად. ვერთიანდებით იმისთვის, რომ შევქმნათ საჯარო სივრცე, სადაც საქმეზე საუბარი იქნება შესაძლებელი სახელმწიფო ამოცანებზე", - განაცხადა ანა დოლიძემ.