18 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
დემოკრატიული, სანიმუშო არჩევნები ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომელსაც წარმატებით გავართმევთ თავს - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პანდემიის პირობებში უწევს ცხოვრება, ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ წელს დაგეგმილი არჩევნები დემოკრატიულად და სანიმუშოდ ჩატარდეს:

"ჩვენ, მთავრობას გვაქვს ვალდებულება ხელი შევუწყოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის გაგრძელებას, საკონსტიტუციო პროცესის გაგრძელებას. ჩვენ წელს გვაქვს საარჩევნო წელიწადი და კარგი, დემოკრატიული, სანიმუშო არჩევნები ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომელსაც საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება, გუნდი მთლიანად წარმატებით გავართმევთ თავს. თუ აქამდე ვიბრძოდით 2 ფრონტზე ჯანმრთელობისა და ეკონომიკის, ახლა დაგვემატა ახალი და ამასაც უნდა გავუძლოთ და ამ ფრონტზეც უნდა ვიყოთ წარმატებული და გამარჯვებულები. ყველა იმ შემთხვევას, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნისთვის და მოქალაქისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ნაბიჯები, იმისთვის რომ ჩვენ შეზღუდვებით შევუშალოთ ხელი ქვეყანაშ ინფექციის გავრცელებას, ეს საკითხები ხდება პოლიტიკური სპეკულირების თემები. სამწუხაროა ეს ყველაფერი," - განაცხადა გიორგი გახარიამ

დღის ამბები