საქართველოს საგარეო სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. დავით ზალკალიანის მოადგილე მიხეილ ნინუა თანამდებობას ტოვებს და კერძო სექტორში გადადის, მისი შემცვლელი ალექსანდრე კონსტანტინიდი იქნება, რომელიც ამ დრომდე სამინისტროს პრესმდივნის ფუნქციას ასრულებდა და დიპლომატიური გამოცდილებაც აქვს.
უწყებას ახალი სპიკერი ეყოლება და ამ ფუნქციას, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ ნარჩემაშვილი შეასრულებს.