18 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება გაბედული ნაბიჯი იყო - გერმანიის ელჩი

8 მარტის პოლიტიკურ შეთანხმებას საქართველოში გერმანიის ელჩიც ეხმაურება. ჰუბერტ ქნირში ამ დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხების სრულად შესრულებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს პოლიტიკურ ძალებს, იმ ადამიანებს, რომლებიც რამდენიმე რაუნდიან მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილეობდნენ.

ელჩმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დიპლომატები ამ პროცესში ასრულებდნენ მხოლოდ ისეთ როლს, რომელიც გაამარტივებდა ერთმანეთთან დაპირისპირებაში მყოფი პირების დიალოგის მაგიდასთან დასხდომას

"ვწუხვარ, მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუოთ. ელჩები მონაწილეობდნენ პროცესში როგორც ფასილიტატორები. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უზრუნველვყოფთ სხვადასხვა პარტიების შეკრებას ერთ მაგიდასთან. დიპლომატების იქ ყოფნა აადვილებდა შეხვედრას. ეს ჩვენი ფუნქციაა. მივესალმეთ შეთანხმების მიღებას. ჩვენ გამოვაქვეყნეთ განცხადება, რომელიც მიესალმება სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას 2 პოლიტიკოსის შეწყალებაზე. ჩვენ მივიღეთ ეს, როგორც ძალიან გაბედული ნაბიჯი, რაზეც უკვე ისაუბრეს გათავისუფლებულებმა და ქალბატონმა ზურაბიშვილმა. ამიტომ, კომენტარისგან თავს შევიკავებ. ვიმედოვნებ, რომ მარტის შეთანხმება სრულიად შესრულდება, მისი შესრულება კი პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა. ყველამ იცის, რომ პოლიტიკური პარტიები კანონზე მაღლა არ დგანან. ეს ნამდვილად არ არის დიპლომატების ენის პრობლემა რადგან თუ ადამიანები ამ შეთანხმებას წაიკითხავენ, ეს მათთვის ადვილი გასაგები იქნება. გთხოვთ, გადახედეთ კიდევ ერთხელ ტექსტს თქვენ კითხვებზე პასუხები იქ არის,"-განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

დღის ამბები