18 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
სახელმძღვანელო წესები ტურისტული ინდუსტრიისთვის და დავალება 57 ქვეყანაში საქართველოს ელჩებს - მინისტრებმა ტურიზმის გახსნის შესახებ ისაუბრეს

უახლოეს დღეებში ეკონომიკის სამინისტრო ჯანდაცვის უწყებასთან ერთად გამოაქვეყნებს ახალ სახელმძღვანელო წესებს, რომელიც ტურისტულმა ინდუსტრიამ უნდა დაიცვას ქვეყანაში ტურისტების მიღებისას. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა:

"გავასაჯაროებთ პროტოკოლებს და გაიდლაინებს ტურისტული ინდუსტრიისთვის, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტულ მოთხოვნებზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წესები იმისთვის, რომ ჩვენ შიგნით წინ აღვუდგეთ ეპიდემიის გავრცელებას და მეორეს მხრივ ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი პარტნიორების მიმართ და იმ ქვეყნების მიმართ საიდანაც ჩვენ ვუმასპინძლებთ ტურისტებს, რადგან სწორედ ამ გაიდლაინებზე დაყრდნობით ისინიც დარწმუნდებიან რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

საერთაშორისო ტურიზმის საკითხს შეეხო საგარეო უწყების ხელმძღვანელიც. დავით ზალკალიანის თქმით, 57 ქვეყანაში საქართველოს წარმომადგენელ ელჩებს დავალება მიეცათ, რომ გააქტიურონ მუშაობა და საქართველოს წარდგენა მოხდეს, როგორც პანდემიასთან წარმატებულად მებრძოლი და უსაფრთხო ქვეყნისა

"პრემიერ-მინისტრს ჰქონდა კომუნიკაცია 57 ქვეყანაში ჩვენს ელჩებთან და მათ აქვთ პირდაპირი დავალება იმასთან დაკავშირებით რომ გააქტიურონ მუშაობა და საქართველოში ტურისტების მოსაზიდ მოცემულობას დაემატოს მნიშვნელოვანი ელემენტი, რომ ეს არის ქვეყანა, რომელმაც წარმატებით გაართვა თავი პანდემიასთან ბრძოლად და არის უსაფრთხო საერთაშორისო ტურიზმისთვის," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები