იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისთვის ღიმილისმომგვრელია დებატები იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების უფლება ეძლევა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ვერავინ დაასახელებს ვერცერთ შემთხვევას, როცა მთავრობამ რომელიმე შემზღუდავი ზომა არადანიშნულებისამებრ გამოიყენა.
"ჩვენ აბსოლუტურად გაუგებრად ვთვლით და, მე პირადად, სასაცილოც მგონია ის უსაგნო დებატები, რაც ჩვენ გუშინ პარლამენტში ვიხილეთ. ეჭვი მთავრობაზე, რომ თითქოს, ის საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც პარლამენტში მიიღება, თურმე მთავრობის მიერ შეიძლება იყოს გამოყენებული რაღაცა ტიპის ხელისუფლების უზურპაციისთვის. ეს ღიმილის მომგვრელია. თქვენ ვერ დაასახელებთ ვერცერთ ზომას, რომელიც მთავრობამ გამოიყენა არადანიშნულებისამებრ, ან გამოიყენა ისე, რომ დაირღვა ადამიანის უფლებები, ან არ იყო ორიენტირებული ადამიანზე ზრუნვაზე,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.