18 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
ჩვენ ტყის კოდექსს მხარს დავუჭერთ იმიტომ, რომ ამით უფრო ეფექტურად მოხდება ამ რესურსის მართვა და არაფერი სხვა - ზაზა გაბუნია

მმართველი გუნდი სპეკულაციას უწოდებს ოპოზიციური პარტიების ნაწილის შეფასებას, რომ ტყის შესახებ მიღებული კანონი პოლიტიკური მიზნებისათვის იქნება გამოყენებული.

ისინი ამბობენ, რომ კანონის მთავარი დანიშნულება არის ის, რომ ეფექტურად იმართოს ასეთი მნიშვნელოვანი ტყის რესურსი და მიზეზი, რის გამოც მმართველი გუნდი კანონს მხარს დაუჭერს, სწორედ ეს არის.

"ტყის კოდექსი იძლევა შესაძლებლობას, რომ უფრო ახლებურად და ეფექტურად ვმართოთ ეს რესურსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის. იმის იქით არის იგივე ჟანრი, იგივე სპეკულაციები, რასაც ვისმენთ ყველა თემასთან დაკავშირებით, შაბლონურად ადგება ყველა თემას, სპეკულაციურად ესა თუ ის მცდელობა და სურვილი ოპოზიციის მხრიდან. 

არსად არის გამოკვეთილი, რომ აქ რაიმე განსაკუთრებული პრეფერენციები კეთდება რომელიმე ინსტიტუციის მიმართ. არ არის ეს ასე. ჩვენ ტყის კოდექსს მხარს დავუჭერთ იმიტომ, რომ ამით უფრო ეფექტურად მოხდება ამ რესურსის მართვა და არაფერი სხვა," - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ.

კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ეკლესიას გადაეცემა ტაძრების ირგვლივ არსებული 20 ჰექტარი ტყის მასივი, პარლამენტმა დღეს 79 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო.

დღის ამბები