ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ოპოზიციის დარწმუნება, რომ კანონპროექტის მიღმა, რომლის მიხედვითაც, მთავრობას პარლამენტის გარეშე შეზღუდვების დაწესება კონკრეტულ ლოკაციებზე დროებით და 15 ივლისამდე შეეძლება - არანაირი კონსპირაცია არ დგას და მისი მიზანი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საუკეთესო ინტერესებზე გადის.
მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა კანონპროექტის ლიმიტი და მაინც სკეპტიკურად უყურებენ ოპოზიცiაში ამ საკითხს, ეს იმის ნიშანია, რომ მიზანი უბრალოდ სპეკულაცია და კრიტიკული განცხადებების გაკეთება იყო.
"ჩვენი ოპონენტები, რატომღაც ამ საკითხის პიროვნულ დაპირისპირებაში გადაყვანას ცდილობენ. კანონპროექტის განხილვისას ხეპრული განცხადებებიც იყო, მაგრამ ფაქტია, რომ თუკი რაიმე შეთანხმებაზე მივალთ და საზოგადოებისთვის გადაწყვეტილების საუკეთესო ვარიანტს მივიღებთ კარგი იქნება,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.
მთავრობას პარლამენტის გარეშე შეზღუდვების დაწესება კონკრეტულ ლოკაციებზე დროებით და 15 ივლისამდე შეეძლება - ასეთია კანონპროექტის საბოლოო ვერსია.
ის ორი მოსმენით უკვე განხილულია და ამ წუთებში, საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტი მესამე მოსმენით გავა. დღესვე იქნება კენჭისყრაც. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციის მხარდაჭერა კანონპროექტს არ ექნება.