ვიცე-პრემიერის თეა წულუკიანის თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი ოპოზიციისთვის საბაბია და მისთვის გაუგებარია, რატომ არ უნდა დაუჭირონ მათ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს.
აღნიშნული განცხადება თეა წულუკიანმა "ღამის კურიერში" გააკეთა.
"მე ვერანაირ ლოგიკას ვერ ვხედავ, მას შემდეგ, რაც მათ მიაღწიეს ყველაფერს, რაც სურდათ, რატომ არ უნდა უყარონ დადებითად კენჭი მათთვისვე სასურველ საკონსტიტუციო ცვლილებებს?!" - განაცხადა თეა წულუკიანმა.