18 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან გიგი უგულავას პოლიტპატიმრად ცნობა მმართველი გუნდის უსუსურობაის შედეგია - ირაკლი შიხიაშვილი

საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი შიხიაშვილი გიგი უგულავას გათავისუფლებას ეხმაურება.

შიხიაშვილი უგულავას დედაქალაქის ბიუჯეტის გაფლანგვაში ადანაშაულებს და მისი შეწყალებისთვის მმართველ გუნდს აკრიტიკებს, მისი თქმით, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან გიგი უგულავას პოლიტპატიმრად ცნობა მმართველი გუნდის შეცდომაა.

"ქართულმა ოცნებამ", თავისი გააზრებული თუ გაუაზრებელი ქმედების გამო, გიგი უგულავა პოლიტპატიმრად აქცია. მმართველი ძალა გამოჩნდა როგორც უსუსური და უნიათო. მათ საკუთარი განცხადებები ვერ შეასრულეს,"- აცხადებს "ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის” საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი.

დღის ამბები