18 ნოემბერი 2024,   05:42
ვრცლად
არ მგონია საია-მ წარმოადგინოს არგუმენტი, რომელიც იქნება სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფუნდამენტური უფლების წინააღმდეგი - გურამ მაჭარაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე

საია-ს მიერ "საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ არ არსებობს არგუმენტი, რომელიც იქნება ისეთი ფუნდამენტური უფლების წინააღმდეგ, როგორიცაა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება.

"მე არ მგონია, რომ საია-მ წარმოადგინოს რაიმე ისეთი ტიპის არგუმენტი, რომელიც იქნება წინააღმდეგი ფუნდამენტური უფლების - სიცოცხლის და ჯანმრთელობის. ეს ნიშნავს იმას, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციებში უნდა ჩარეულიყო საქართველოს პარლამენტი, მაშინ როდესაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პარლამენტს აქვს იმის უფლება, რომ დააკომპლექტოს მთავრობა და შემდგომ აკონტროლოს, რამდენად სწორად ასრულებს მთავრობა ამ ფუნქციებს. თუკი მთავრობა არ ასრულებს ამ ფუნქციებს, პარლამენტი ვალდებულია, რომ მას გაუწიოს ზედამხედველობა, უამრავი ბერკეტი არსებობს," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა გუშინ 81 ხმით მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებების პაკეტი, რომლითაც მთავრობას 15 ივლისამდე შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება. კანონს გუშინვე მოაწერა ხელი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები