18 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
"საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ კრიზისს რუსეთის აგრესიის გამოწვევა შეუძლია" - ამ სათაურით სტატიას "ფაინენშელ თაიმსი" აქვეყნებს

"ფაინენშელ თაიმსი" საქართველოს პრეზიდენტის შესახებ სტატიას აქვეყნებს. როგორც გავლენიანი გამოცემა წერს, სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებით, რუსეთის შიდა პრობლემები მისი კრემლის ახალი აგრესიის საფრთხეს აჩენს.

"საქართველოს პრეზიდენტი აფრთხილებს მსოფლიოს, რომ რუსეთის ბრძოლა კორონავირუსის გავრცელებასთან და ეკონომიკური კრიზისი, რომელსაც ამძაფრებს ნავთობის ფასების დაცემის საფრთხე, აჩენს კრემლის ახალი აგრესიის საფრთხეს მის საზღვრებს გარეთ", – წერს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა.

საქართველოს პრეზიდენტს ამის მაგალითად 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია მოჰყავს, რის შედეგადაც საქართველომ საკუთარი ტერიტორიის 20 პროცენტი დაკარგა.

"სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ შიდა პრობლემები რუსეთში, როგორც წესი იწვევს საგარეო აგრესიას და არა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გადახედვას ან თანამშრომლობას"- ნათქვამია სტატიაში. გამოცემა ასევე წერს, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხო სამოგზაურო დერეფნის შექმნის ინიციატივით გამოდის.

დღის ამბები