ახალი კორონავირუსის პანდემიით შექმნილ ვითარებაში სოფლის მეურნეობის დარგის ეფექტიანი განვითარების გზები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.
მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე მეცნიერებმა დღეისათვის დარგში არსებულ გამოწვევებზე და პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მეცნიერების ეროვნულ აკადემიასთან და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა.
"გვქონდა დეტალური დისკუსია, ძალიან საინტერესო საუბრები, როგორც ეროვნულ, ასევე სასოფლო აკადემიასთან ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ძალიან საინტერესო პრაქტიკა, ასევე ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ძალიან დიდი პრაქტიკა,"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.